среда, 4 марта 2009 г.

სამშობლო იყოს ჩვენი დიდება

სიცოცხლეს ვაშა,
მაგრამ სიკვდილიც
ქართლისთვის მე არ გამიჭირდება,
ვინც მისთვის წვანან მარადის ძილით,
საქართველოა მათი დიდება.

მისთვის რქმევია ქართველს ქართველი,
რომ მისი ხვედრი ბრძოლა ყოფილა,
არვინ ჰყოლია ხელგამმართველი,
მაგრამ მტრის მონად არ დამხობილა.

მისი ყოფილა ცრემლი ყოველი,
რაც ქვეყნად ვისმე უნდა სდენოდა
მისთვის გათლილა ხმალი ყოველი,
რომ ქართველს მკერდზე არ დასცდენოდა.

მაგრამ ვინ მოჰკლა ჩვენი ”ვარადა”,
ვინ ამოშანთა ქართლში ვარძია.
გმირი კვდებოდა, მაგრამ მარადი
დედამ აკვანი დღემდე არწია.

არ გაცვეთილა იმ აკვნის ძირი,
ჩუქურთმა, ხანჯლით ამოქარგული,
და დღესაც ჰყივის ქართველი გმირი,
ფრონტზე ტრიალებს მკლავი ქართული.

სიცოცხლეს ვაშა,
მაგრამ სიკვდილიც
ქართლისთვის როგორ გამიჭირდება...
ვინც დღეს დავეცით მარადის ძილით,
სამშობლო იყოს ჩვენი დიდება.

ირაკლი აბაშიძე

ირაკლი

სახელი დამარქვეს ჩემმა მშობლებმა. ეს სახელი ერქვა ჩემს პაპას. სახელი ირაკლი წარმოშობილია მითოლოგიური სახელი - ჰერაკლესაგან. შემდეგ ამ სახელმა განიცადა გარკვეული ცვლილება და ჩამოყალიბდა, როგორც ერეკლე, შემდეგ დროსთანერთად კიდევ ერთხელ შეიცალა და დამკვიდრდა სახელი - ირაკლი. მე ჩემი სახელი ძალიან მომწონს. ეს სახელი მთელ საქართველოშია გავრცელებული. რაოდენობით ჩამორჩება მხოლოდ ორ სახელს, გიორგის და დათოს. ამ სახელის მატარებელი ბევრი ცნობილი ადამიანია, როგორც პოლიტიკოსები ისე ხელოვანები.
სახელი ირაკლი ჰქვია რამდენიმე საფეხბურთო გუნდსაც. მაგალითად ”ირაკლისი”, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში გამოდის.
ცნობილი სახეებია: ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი ფირცხალავა,ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ალასანია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი აბაშიძე, ირაკლი ცირეკიძე, ირაკლი მენაღარიშვილი და რაც მთავარია მეფე - ერეკლე II.


ი - იდუმალი
რ - რეაქტიული
ა - აზარტული
კ - კომუნიკაბელური
ლ - ლამაზი
ი - ინტერსიანი